ადმინისტრაციას აქვს უფლება ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება წესებში.
 დამრღვევი პირის მიერ წესების არ ცოდნა არ აცილებს მას სასჯელს!



1. ცენზურა:
1.1 საიტზე უნდა დაიცვათ ყოველგვარი ცენზურა.
1.2 ცენზურის დარღვევად მიიჩნევა ბილწსიტყვაობა.
1.3 ცენზურის დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციას აქვს კომენტარის წაშლის/რედაქტირების და ბანის დადების უფლება.


2. რეკლამირება:
2.1 დაუშვებელია კომენტრებში/პერსონალურ შეტყობინებებში/ხელმოწერაში რეკლამირება.
2.2 წესის დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციას აქვს უფლება წაშალოს/დაარედაქტიროს კომენტარი.
2.3 ზემოთ ხსენებული წესების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციას აქვს უფლება დასაჯოს დამრღვევი პირი.


3. ავატარი და ხელმოწერა:
3.1 როგორც ავატარი, ასევე ხემოლმოწერაც არ უნდა შეიცავდეს: ძალადობას, დისკრიმინაციას, საფრთხეს (დემოგრაფიულ, ნაციონალურ, რელიგიურ ან პოლიტიკურ თემაზე), გარყვნილება (პორნოგრაფია), პროპაგანდა, ტერორიზმი, ფაშიზმი, ნარკოტიკები , არანორმატიულ და უცენზურო სიტყვებს, ქცევებს, სხვა რესურსების/საიტების რეკლამირებას.
3.2 იკრძალება ადმინისტრაციის წევრების ავატარების დაყენება.
3.3 წესების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციას აქვს ავატარის/ხელმოწერის წაშლის უფლება.


4. ომენტარები:
4.1 კომენტარები რომელიც შეიცავს საინტერესო, სახალისო ცნობებს/რჩევებს ფლუდად არ ითვლება.
4.2 კომენტარების სისტემა შექმინილია იმისათვის რომ:
- გამოთქვათ თქვენი აზრი და მადლობა გადაუხადოთ სიახლის ავტორს.
- დასვათ თქვენთვის საინტერესო ტექნიკური კითხვა რომელიც ეხება მიმდინარე სიახლეს.
- კომენტარი, რომელიც შეეხება მიმდინარე თამაშს/სიახლეს და იძლევა გარკვეულ ცნობებს მის შესახებ.
4.3 კომენტარებში აკრძალულია სხვა ენის გამოყენება გარდა ქართულისა.
4.4 აკრძალულია ფლეიმი, ფლუდი.
4.5 ზემოთ ხსენებული წესების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციას აქვს კომენტარის წაშლის/რედაქტირების უფლება.


5. მუშა თამაშები:
5.1 საიტზე არ გამოქვეყნდება სიახლე რომელსაც გრაფაში "დატესტილია:" არ ექნება ჩასმული "კი".
5.2 მიუხედავად ამისა ადმინისტრაცია ყველა გამოქვეყნებულ სიახლეს შეამოწმებს.
5.3 იმ შემთხვევაში თუ თამაში აღმოჩნდება არამუშა იგი კიდევ ერთხელ გადამოწმდება სხვა პირობებში.(რადგან შეიძლება პრობლემა შემმოწმებელთანაა)
5.4 დადასტურების შემთხვევაში სიახლე იშლება, ხოლო ავტორი იღებს გაფრთხილებას.
5.5 მესამე გაფრთხილებაზე თუ მომხმარებელი სტატუსიანია(ნიუს მასტერი და ზემოთ) იგი დაქვეითდება ერთი საფეხურით, ხოლო თუ არა, მაშინ მომხმარებელს აეკრძალება სიახლის დადება 2 თვით.
5.6 განმეორებითი ჩაჭრის შემთხვევაში საშჯელი გაიზრდება გეომეტრიულად.(4, 8)
5.7 მეხუთე პუნქტი ეხება შემდეგ კატეგორიებს:
• რბოლები
• სროლები
• საბავშვო
• სტრატეგია, სიმულატორი
• პაზლები,ლოგიკურები
• მოქმედებითი
• სპორტული
• უფროსებისთვის
• გოგონებისთვის


6. იკრძალება
6.1 Flesh(*swf) თამაშების დადება.
6.2 თამაშის ხელმეორედ დადება(კარგად დაძებნეთ ხოლმე).
6.3 დამოუკიდებლად შეგროვებული თამაშების დადება, რადგან ეს თამაშები ცალ-ცალკე სახით შეიძლება უკვე იდოს საიტზე.
6.4 სიახლეზე მხოლოდ რუსული დასახელების მითითება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა თამაში რუსულია და სხვა ალტერნატიული სახელი არ მოეპოვება.
6.5 რეპაკის დადება მისი ავტორის მითითების გარეშე.
6.6 თამაშის ხელმეორედ დადება, როცა განსხვავება მხლოდ ვერსიაშია.
6.7 თამაშის Pre-Load ვერსიების დამატება.
6.8 აღწერის google-ის(ან სხვა მსგავსი) თარჯიმანით თარგმნა.შინაარსი უნდა იყოს გასაგები.


7. სტატუსები:
7.1 Member-ის მისაღებად მიწერეთ სისოპს.
7.2 მომხმარებელი ვერ დაწინაურდება თუ მას აქვს ორი ან მეტი გაფრთხილება.
7.3 თითო გაფრთხილების გაქვითვა შეიძლება 50 მუშა თამაშის დადებით და ეს თამაშები არ ჩაითვლება შემდეგი კატეგორიებიდან:
• კონსულებისთვის
• Android,IOS
• თრეილერები
• მობილურისთვის
• თამაშებისთვის
• ჭორბიურო
• თამაშების ანონსი


                   წესების დარღვევის შემთხვევაში ადმინსტრაცია დაგსჯით ნებისმიერი ბანის სახით, არაუმეტეს 3 თვისა!